"ჩვენ გვიყვარს კალათბურთი"
 
ძებნა
 
 
 
კალათბურთის ფედერაცია
შეჯიბრებები
ეროვნული ნაკრები (კაცები)
ნაკრებები
ფოტოგალერეა
ლინკები

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
მაისი 2012


2012-05-09
ფაჩულიამ მე-12 გამოტოვა, "ატლანტამ" კი ჩამორჩენა შეამცირა


არ გამართლდა ექიმების ვარაუდი. „ატლანტა“-„ბოსტონის“ სერიის მეხუთე მატჩიც გაიმართა, მაგრამ ზაზა ფაჩულია მოედანზე არ გამოჩენილა. ქართველი ცენტრის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა, რამაც ზაზას უკვე მე-12 მატჩი გამოატოვებინა.

ატლანტელებმა სერიის ეს მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულით მოიგეს -  87:86. მთელი ძალით ათამაშდა ალ ჰორფორდი, რომელიც წინა მატჩისგან განსხვავებით სასტარტო ხუთეულში იყო და თავისიანთაგან საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა - 19 ქულა, 11 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 პასი.

ატლანტელებმა ამ მატჩის მოგებით სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - 2:3. მომდევნო შეხვედრა 11 მაისს ბოსტონში გაიმართება და აი, იქ მართებთ ატლანტელებს სიყოჩაღე. თუ წააგებენ, მათთვის სეზონი მთავრდება, მოიგებენ და სერიის გადამწყვეტ, მე-7 შეხვედრას უმასპინძლებენ.

ალ ჰორჰორდი ჩვეულ ფორმაშია