"ჩვენ გვიყვარს კალათბურთი"
 
ძებნა
 
 
 
კალათბურთის ფედერაცია
შეჯიბრებები
ეროვნული ნაკრები (კაცები)
ნაკრებები
ფოტოგალერეა
ლინკები

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
მაისი 2012


2012-05-18
სანიკიძის გუნდმა სერია A-ს პლეი ოფი მარცხით დაიწყო


წაგებით დაიწყო პლეი ოფი ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარმა“. მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში ბოლონიური კლუბი სტუმრად ნიკა მეტრეველის „დინამო სასარის“ სეხვდა და 72:81 დამარცხდა. სეგახსენებთ, რომ ამ გუნდებმა იტალიის სერია „ა“-ს რეგულარულ ჩემპიონატში IV-V ადგილები დაიკავეს და რაკი წინ დინამოელები იყვნენ, მოედნის უპირატესობაც მათია.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და საწყისი 3 მეოთხედის შემდეგ დინამოელებმა 14-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს. ბოლო ათწუთეული კი მოიგო სანიკიძის გუნდმა, მაგრამ არა იმხელა სხვაობით, რომ სბოლოო წარმატებისთვის მიეღწია. საბოლოოდ, „სასარმა“ იმარჯვა და სერიაში, რომელიც სამ გამარჯვებამდე გრძელდება, 1:0 დაწინაურდა.

ნიკა მეტრეველს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, სანიკიძემ კი სასტარტო შემადგენლობაში, 31 წუთს ითამაშა და მატჩში ყველაზე მეტი - 12 მოხსნა დააგროვა. თუმცა სხვა კომპონენტებში ვერ გამოიჩინა თავი ქართვემა. სანიკიძემ 6 ორქულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. ვიქტორმა 12 მოხსნისა და 2 ქულის გარდა თითო პას-დაფარება მიითვალა.

 სერიის მეორე მატჩს, რომელიც 19 მაისს გაიმართება, კვლავ დინამოელები უმასპინძლებენ.