"ჩვენ გვიყვარს კალათბურთი"
 
ძებნა
 
 
 
კალათბურთის ფედერაცია
შეჯიბრებები
ეროვნული ნაკრები (კაცები)
ნაკრებები
ფოტოგალერეა
ლინკები

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
მაისი 2012


2012-05-22
ნიკოლოზ ცქიტიშვილი ირანის ჩემპიონია


ნიკოლოზ ცქიტიშვილი ირანის ჩემპიონატის გამარჯვებულია. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის გუნდმა “მაჰრამმა” ირანის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ”პეტროჩიმის” მშრალი ანგარიშით – 3:0 სძლია. ჩემპიონობის მომტან მატჩში თეირანელებმა  სტუმრად 111:93 იმარჯვეს, ”სკიტამ” კი 30:21 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.


ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 7-დან 6 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი სამჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ორჯერ დაირღვა.

ცქიტიშვილი ირანიდან 2 ტიტულით ბრუნდება. ჩემპიონობამდე ქართველი ფორვარდის გუნდმა დასავლეთ აზიის საკალათბურთო ლიგაც მოიგო.