2012-05-23 შენგელია ბელგიურ ფინალამდე ერთ ნაბიჯშია
ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი მოიგო თორნიკე შენგელიას „შარლერუამ“, რითაც ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. საქმე იმაშია, რომ შარლერუელებმა მეტოქე „ანტვერპენი“ სტუმრად, ანგარიშით 72:65 დაამარცხეს და მოედნის უპირატესობა დაიბრუნეს. თუკი მომდევნო შეხვედრაში შენგელიას გუნდი შინ გაიმარჯვებს, ფინალის საგზურს მოიპოვებს.
შენგელიამ მხოლოდ 13 წუთს ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ორჯერ დაკარგა და სამჯერ დაჯარიმდა. შარლერუელთაგან საუკეთესო იყო როელ მურსი, რომელმაც 17 ქულა დააგროვა.
ნახევარფინალური სერიის მომდევნო მატჩი 24 მაისს შარლერუაში გაიმართება.

|