"ჩვენ გვიყვარს კალათბურთი"
 
ძებნა
 
 
 
კალათბურთის ფედერაცია
შეჯიბრებები
ეროვნული ნაკრები (კაცები)
ნაკრებები
ფოტოგალერეა
ლინკები

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
მაისი 2012


2012-05-29
ალესქანდარ პეტროვიჩმა ბოსნიის შემადგენლობა გამოაცხადა და დომერკანტზე უარი თქვა


საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინამ გუნდის შემადგენლობა დაასახელა. მთაარი მწვრთნელის, ალექსანდარ პეტროვიჩის (დრაჟენ პეტროვიჩის ძმაა) სია 15-კაციანია, საიდანაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 12 კალათბურთელი ითამასებს. შეგახსენებთ, რომ ბოსნიასთან ერთად ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჰოლანდია, რუმინეთი და ლატვია იქნებიან.

ბოსნიელებს ახალი ნატურალიზებული მოთამაშე ჰყავთ. მათ უარი თქვეს ყაზანისუნიქსისწევრ ჰენრი დომერკანტზე, მის სანაცვლოდ კი, ზაკ რაიტს უხმეს. ეს უკანასკნელი მომავალი სეზონიდან, სავარაუდოდ, ბერძნულიპანიონიოსისმაისურითი ითამაშებს, აქამდე კი, გერმანულიმედიენის”, ფრანგულიშალონის”, “ლე მანისადალიმოჟის”, ბერძნული აგორ-ისა და ხორვატულიციბონასღირსებას იცავდა.

 27 წლის ამერიკელმა უკანახაზელმა გასული სეზონის პირველი ნახევარი ბერძნულ „აგორაში“ გაატარა და 22 თამაშში, მოედანზე გატარებულ საშუალო 28.5 წუთში, მისი მონაგარი 13.5 ქულა, 5.4 მოხსნა, 4.1 პასი და 2.5 ჩაჭრა გახლდათ, ზაგრებში გადაბარგების შემდეგ კი, “ციბონასმაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში, საშუალოდ 21.6 წუთში 8.8 ქულას, 4.0 მოხსნას, 3.7 პას და 2.2 ჩაჭრას აგროვებდა.

ბურით ზაკარია რაიტი

ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებში შიდა ჩემპიონატიდან ორადორი კალათბურთელია, გუნდის ბირთვს კი ლეგიონერები წარმოადგენენ. მათ შორის ყველაზე სახელოვანი ესპანურიკახა ლაბორალისმძიმე ფორვარდი მირზა ტელეტოვიჩია, რომელიც ევროპაში სამქულიანების ერთ-ერთ საუკეთესო მსროლელად ითვლება.

 აღსანიშნავია, რომ 26 წლის ტელეტოვიჩი ბასკურ კლუბში ჯერ კიდევ 2006 წელს გადაბარგდა და იმავე სეზონში ესპანური ლიგის საუკეთესო ახალბედად დასახელდა, მომდევნო სეზონში კი ჩემპიონატისამომავალი ვარსკვლავისტიტული ერგო. მირზას ეპანეთის სუპერთასი 4-ჯერ აქვს მოგებული, 2009 წელს კიკახა ლაბორალთანერთად, ქვეყნის თასი დაისაკუთრა და ფინალური მატჩის უძვირფასეს მოთამაშედაც დასახელდა.

 საქართველოს ეროვნული გუნდი ალექსანდარ პეტროვიჩის გუნდს 21 აგვისტოს სარაევოში ესტუმრება, 5 სექტემბერს კი მეტოქეს თბილისში მიიღებს.

 

ბოსნიის ნაკრების 15-კაციანი შემადგენლობა:

ზაკ რაიტი (პანიონიოსი, საბერძნეთი), ნემანია გორდიჩი (ვირტუსი, იტალია), მუჰამედ პასალიჩი (კავალა, საბერძნეთი), ნიჰად დედოვიჩი (ვირტუსი, იტალია), ნემანია მიტროვიჩი (პორტლენდ პილოტსი, აშშ), დალიბორ პერშიჩი (შიროკი), ივან ოპაჩაკი (ცედევიტა, ხორვატია), ანტე მაშიჩი (ზაგრები, ხორვატია), მირზა ტელეტოვიჩი (კახა ლაბორალი, ესპანეთი), ედინ ბავჩიჩი (დრამა, საბერძნეთი), ნეჯად სინანოვიჩი (მალაგა, ესპანეთი), ელმედინ კიკანოვიჩი (ენისეი, რუსეთი), ოგნიენ კუზმიჩი (მალაგა, ესპანეთი), იოზო ბრკიჩი (ცაპლინა), იუსუფ ნურკიჩი (ცედევიტა, ხორვატია).

მწვრთნელი: ალეკსანდარ პეტროვიჩი.