"ჩვენ გვიყვარს კალათბურთი"
 
ძებნა
 
 
 
კალათბურთის ფედერაცია
შეჯიბრებები
ეროვნული ნაკრები (კაცები)
ნაკრებები
ფოტოგალერეა
ლინკები

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
მაისი 2012


2012-05-30
"ოლიმპმა" ჩემპიონობას თასიც მიუმატა


ქალთა ლიგის 2012 წლის სეზონი საქართველოს თასით დასრულდა, სადაც ერთმანეთს ოლიმპისა და ზესტაფონის გუნდები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ოლიმპელთა იოლი გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც გუშინ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, დღეს კი ზესტაფონელებთან 90:57 იმარჯვა და საქართველოს თასსაც დაეუფლა.
მატჩი თავიდანვე ოლიმპელთა სასარაგბელოდ  დაიწყო, რომლებმაც პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა (43:38), მესამე მეოთხედში კიდევ უფრო გაზარდეს
(69:44) და დასკვნით მეოთხედში თამაში მშვიდად მიიყვენეს მოგებამდე.
გამარჯვებულთაგან 27 ქულით ხათუნა საჯაია გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ გაიფორმა. ლია ჩეკურიშვილმა 18 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, ხოლო თიკო ცხადაიას ანგარიშზე15 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემაა.
,,ზესტაფონის" მხრიდან ორმაგი დუბლი მიითვალეს ფატი ხუსკივაძემ და ნათია ფუტკარაძემ - ხუსკივაძემ 21 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, ხოლო ფუტკარაძემ საკუთარ გუნდს 17 ქულა და 13 მოხსნა შესძინა.