"ჩვენ გვიყვარს კალათბურთი"
 
ძებნა
 
 
 
კალათბურთის ფედერაცია
შეჯიბრებები
ეროვნული ნაკრები (კაცები)
ნაკრებები
ფოტოგალერეა
ლინკები

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
ივლისი 2012


2012-07-31
საქართველოს ნაკრებმა ტალინის ტურნირი ჩეხეთთან წაგებით დაასრულა


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტალინის ერთა თასზე მესამე მატჩი გამართა. იგორ კოკოშკოვის გუნდი ტურნირში მანამდე 2 მოგების მქონე ჩეხეთს შეხვდა, რომელთანაც 68:79 დამარცხდა. ქართველთა ნაკრებმა პირველ მატჩში მასპინძელ ესტონეთს შანსი არ დაუტოვა და 14 ქულის სხვაობით მოუგო, მომდევნო მატჩში კი ამერიკის კოლეჯების ნაკრებთან ორმაგ ოვერტაიმში - 124:129 დამარცხდა.

ჩეხეთთან მატჩი ქართველებმა კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 8 ქულით - 22:14 მოიგეს. მეორე ათწუთეულში ჩეხებმა უკეთ ითამაშეს და ახლა მათ იმარჯვეს 8 ქულით, რის შემდეგაც, დიდი შესვენებისთვის თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა - 34:34.

მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გაირკვა, რომელიც ჩეხებმა 14 ქულით - 27:13 მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა თამაშის შემობრუნება ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ 11 ქულით დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებულ კალათბურთელთაგან ამჯერად ჯეიკობ პულენმა ითამაშა, რომელმაც 24 წუთში 12 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. 12-12 ქულა ჰქონდათ თორნიკე შენგელიას და ნიკა მეტრეველსაც. ბომბარდირი კი წინა მატჩის სგავსად მანუჩარ მარკოიშვილი გახდა 14 ქულით.

ჩეხეთი 79:68 საქართველო

14:22, 20:12, 27:13, 18:21

სრული სტატისტიკა:

http://basket.ee/index.php?mid=6§ion=boxscore&gid=2013093005