18-წლამდელთა საქართველოს და თბილისის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა

18-წლამდელთა საქართველოს და თბილისის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა

18 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2018-2019 წლების სეზონის 18-წლამდელთა საქართველოს და თბილისის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა.

კენჭისყრის შედეგად ტურნირში მონაწილე გუნდები 4  ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. ჩემპიონატის ჩატარების სისტემის მიხედვით ქვეჯგუფიდან გასული 2  საუკეთესო გუნდი პლეიოფში და საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზებს, ხოლო დარჩენილი გუნდები სურვილის მიხედვით თბილისის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

18-წლამდელთა  საქართველოს და თბილისის საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ორგანიზებითა და  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.

ჩემპიონატი 22 ნოემბრიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება.