შენგელია ოვიედოში საუკეთესოა

შენგელია ოვიედოში საუკეთესოა

თორნიკე შენგელიასთვის სეზონი დაიწყო. ქართველი ფორვარდის კლუბი ოვიედოს ოთხთა ტურნირში ასპარეზობს და პირველი ტიტულის მოგების შანსიც აქვს. ნახევარფინალში ბასკური კლუბის მეტოქე არგენტინის სამგზის ჩემპიონი და ფიბა-ს საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული ობრას ბასკეტი იყო, რომელმაც ფავორიტად შერაცხულ ესპანელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

დასკვნითი მეოთხედის წინ, ბასკონია მხოლოდ ქულით იყო წინ, თუმცა, მისი კალათბურთელების უფრო მაღალმა კლასმა თავისი გაიტანა და შენგელიას გუნდმა 71:59 მოიგო.

ქართველი მძიმე ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 25:32 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

თოკომ 5-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა.