ბურჯანაძის 16 ქულა “ბარსელონას” დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

ბურჯანაძის 16 ქულა “ბარსელონას” დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

ბექა ბურჯანაძის “დელტეკო” ესპანეთის უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის, თუმცა რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ამ მხრივ სახეირო ვერაფერი მოიმკა. მეტოქედ კატალონიური ბარსელონა ჰყავდა, რომელთანაც სტუმრად 71:88 დამარცხდა. 

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 30:10 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

“დელტეკოს” 10 მოგება და 23 მარცხი მოუგროვდა და ესპანურ ლიგა ენდესაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.
ბურჯანაძის გუნდი ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში 26 მაისს მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს და ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება.