ბურჯანაძის 7 ქულა”მანრესასთან” მარცხიან მატჩში

ბურჯანაძის 7 ქულა”მანრესასთან” მარცხიან მატჩში

ბექა ბურჯანაძის “დელტეკომ” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი წააგო. 27-ე ტურში სანსებასტიანელები “მანრესას” ესტუმრნენ და 10 ქულის სხვაობით – 74:84 დამარცხდნენ.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 25 წუთიც გაატარა. ხსენებულ დროში ბექამ 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ჩვენებურმა 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგის ქმედების კოეფიციენტმა მხოლოდ 3 შეადგინა.

„გიპუზკოა“ 27 ტურის შემდეგ 7 მოგებითა და 20 წაგებით ისევ ბოლო საფეხურზეა, ხოლო მომდევნო ტურში 20 აპრილს, „ჟუვენტუტს“ უმასპინძლებს.