დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საკალათბურთო ტურნირი რუსთაველზე

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საკალათბურთო ტურნირი რუსთაველზე

დღეს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღინისძიებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საკალათბურთო ტურნირს. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დამოუკიდებლობის დღეს სისტემატიურად მართავს ტურნირს და ასე იყო დღესაც: სასტუმრო “თბილისი მერიოტის” წინ, რუსთაველის გამზირზე საკალათბურთო მოედანი გაიშალა, სადაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა ტურნირში დარეგისტრირებისა და მონაწილეობის უფლება.

ტურნირმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. მონაწილე გუნდებმა საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლები წარმოუდგინეს რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოსულ მოქალაქეებს. დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ გამარჯვებული გამოვლინდა, რომელმაც სპეციალური თასი ჩაიბარა. 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებსა და გულშემატკივრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა რუსთაველის გამზირზე მდებარე დღევანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში.