დიქსონის “ბაჰჩეშეჰირმა” თურქეთში მე-20 გამარჯვება მოიპოვა

დიქსონის “ბაჰჩეშეჰირმა” თურქეთში მე-20 გამარჯვება მოიპოვა

თურქულმა “ბაჰჩეშეჰირმა”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ დიქსონი იცავს, ქვეყნის პირველ ლიგაში მე-20 გამარჯვება იზეიმა.
ბაჰჩეშეჰირელები “ბანდირმა კირმიზის” დაუხვდნენ და 88:68 მოიგეს, დიქსონმა კი მოედანზე 23:24 წუთი გაატარა და 11 ქულა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
მაიკლმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანებშიც ასეთი მაჩვენებელი ჰქონდა და 1 საჯარიმოც გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ბაჰჩეშეჰირი” მე-6 ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩი კი 20 აპრილს, სტუმრად, “პეტკიმ სპორთან” ელის.