ლუკა ბულაშივილს 34 ქულა 34 წუთში და მორიგი გამარჯვება ესპანეთში

ლუკა ბულაშივილს 34 ქულა 34 წუთში და მორიგი გამარჯვება ესპანეთში

წარმატებულ სეზონს აგრძელებს ლუკა ბულაშვილი ესპანეთში, სადაც ის რანგით მეოთხე (EBA) ლიგის “კულერედოში” ასპარეზობს. 20 წლის ქართველი უკანახაზელი გუნდმა მორიგი გამარჯვება “ჩანტადასთან” მოიპოვა (71:61), ბულაშვილის ანგარიშზე კი 34 ქულა დაგროვდა.

ლუკამ მოედანზე 34:30 წუთი გაატარა და 34 ქულა, 5 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურმა 10-დან 8 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ბულაშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.

6 ტურის შემდეგ 5 მოგებით “კულედერო” A-B ლიგაში 1-2 ადგილებს “ესტუდუანტესთან” იყოფს, შემდეგ შეხვედრას კი 24 ნემბერს, სტუმრად “პორინისთან” გამართავს.