მაიკლ დიქსონმა ტვიტერზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

მაიკლ დიქსონმა ტვიტერზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

მაიკლ დიქსონმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე მხურვალე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, საკუთარ ქართველ თანაგუნდელებს  და ქართველ ფანებს მადლობას უხდის. 

“წლეულს დავრწმუნდი, რომ ცხოვრება არასდროს იქნება უნაკლო. ნამდვილი ცხოვრება ის არის, როცა სხვებს ეხმარები და სანაცვლოდ არაფერს ითხოვ. მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, ლამაზ ქვეყანა საქართველოს. მადლობა, რომ მიმიღეთ, როგორც ერთი თქვენგანი. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საუკეთესო ფანები ჰყავს, ვინც კი ჩემს კარიერაში შემხვედრია.

გულახდილად შემიძლია ვთქვა, რომ ნაკრებში გატარებული თითოეული მომენტი მიყვარს და თქვენ ყოველთვის ჩემს გულში იქნებით. მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ასე განსხვავებული და კარგი ხალხისგან. ვიმედოვნებ, რომ ღმერთი კიდევ დიდხანს მომცემს იმის ძალას, რომ ჩემი საყვარელი საქმიანობა გავაგრძელო. მადლობა ყველა ჩემ თანაგუნდელს 2017/18 წლების სეზონში. ყველას კარგ ზაფხულს გისურვებთ”.