შენგელიას 12 ქულა და “ბასკონიას” მეორე მარცხი სტამბოლში

შენგელიას 12 ქულა და “ბასკონიას” მეორე მარცხი სტამბოლში

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ისევ იბრძოლა, ისევ ჰქონდა მოგების შანსი, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდ, ამჯერად 89:95 და ევროლიგის მეოთხედფინალურ სერიას უკვე 0:2 აგებს. შესაბამისად, მოქმედ ჩემპიონ “ფენერბაჰჩეს” სერიის მოგებამდე 1 გამარჯვება აკლია, თუმცა ამის გაკეთება უახლოეს 2 მატჩში დიდად გაუძნელდება, რადგან სერია ესპანეთში, ბასკონიელთა ტერიტორიაზე ინაცვლებს.

სტამბოლში გამართულ შეხვედრაში თორნიკე კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო, თუმცა თავისიანთაგან საუკეთესო შედეგი არ დაუფიქსირებია. ქართველი კალათბურთელი ბასკური კლუბის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:00 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. შენგელიამ 8-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. ბასკონიელთაგან 17 ქულით ბომბარდირი მეთ ჯენინგი გახდა, ხოლო გამაერთიანებელი სტატისტიკით საუკეთესო ვინსენტ პუარე გახლდათ – 14 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი.

სერიის მომდევნო მატჩი ვიტორიაში 24 აპრილს გაიმართება. თუკი შენგელიას გუნდი მოიგებს, მე-4 მატჩი 2 ჩატარდება. სერიის გათანაბრების შემთხვევაში, მე-5 მატჩს “ფენერბაჰჩე” სტამბოლში, 1 მაისს უმასპინძლებს.