შენგელიას და “ბასკონიას” უიღბლო ტური ესპანეთში

შენგელიას და “ბასკონიას” უიღბლო ტური ესპანეთში

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატში წაიფორხილა. ბასკურმა გუნდმა სტუმრად “ანდორასთან” 73:93 წააგო და მიმდინარე ჩემპიონატში 2 მარცხი დაუგროვდა. 

შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა დ 19:56 წუთში 7 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ბასკონია” სატურნირო ცხრილში გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 18 ნოემბერს, შინ, “გრან კანარიასთან” გამართავს.