შენგელიას ორმაგი დუბლის მიუხედავად ბასკონია ტენერიფეში დამარცხდა

შენგელიას ორმაგი დუბლის მიუხედავად ბასკონია ტენერიფეში დამარცხდა

თორმიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატში მე-3 მარცხი განიცადა. მე-12 ტურის მატჩში ვიტორიელები ტენერიფეში თედ მაკფადენის “ტენერიფეს” შეხვდნენ და 7 ქულის სხვაობით – 63:70 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელს ტრავმის გამო არ უთამაშია, თორნიკე შენგელია კი ასკური გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32:24 წუთი გაატარა, რა დროშიც ორმაგი დუბლი გაიფორმა. „თოკომოტივის“ აქტივში 18 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაა. თორნიკემ 10-დან 7 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამი სამქულიანი არაზუსტად ისროლა. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 22-ს გაუტოლდა და „ბასკონიას“ რიგებში ცალსახად საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

შენგელიას შემდეგ ვიტორიელთა რიგებში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული წევრი, მეტ ჯენინგი გამოირჩა. ამერიკელმა 32:35 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ჯენინგმა 8-დან 3 სამქულიანი, 2-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა 12 შეადგინა. 

„ბასკონიას“ 12 თამაშში 9 გამარჯვების წილ 3 მარცხი აქვს და მესამე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი 23 დეკემბერს, სტუმრად გიორგი შერმადინის „უნიკახასთან“ ჩაატარებს.