შერმადინის 9 ქულა და იოლი გამარჯვება “სკაილაინერსთან”

შერმადინის 9 ქულა და იოლი გამარჯვება “სკაილაინერსთან”

 ULEB-ის ევროთასის მეორე ტური წარმატებული გამოდგა გიორგი შერმადინის “უნიკახასთვის”. მალაგელებმა პირველ ტურში ვილნიუსში “ლიეტუვოს რიტასთან” წააგეს, მეორეში კი შინ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. “უნიკახამ” გერმანულ “სკაილაინერსს” უმასპინძლა და 91:64 გაანადგურა. 

შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 18:05 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
მალაგელებს D ჯგუფში თითო მოგება-წაგებით მე-3 ადგილი უკავიათ, მომდევნო მატჩს კი 17 ოქტომბერს მონტენეგროში ადგილობრივი “მორნარ ბარის” წინააღმდეგ გამართავენ.