შერმადინის “უნიკახას” გამარჯვება ტენერიფეში

შერმადინის “უნიკახას” გამარჯვება ტენერიფეში

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი, მე-20 გამარჯვება მოიპოვა. ბოლოსწინა, 33-ე ტურში მალაგელები “იბეროსტარ ტენერიფეს” ესტუმრნენ და 92:85 სძლიეს. ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21:32 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
შერმადინმა 2-დან 1 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

“უნიკახა” მომდევნო შეხვედრას 26 მაისს, შინ, გიორგის ყოფილ გუნდ “მორაბანკ ანდორასთან” ჩაატარებს. ნებისმიერ შემთხვევაში შერმადინის გუნდი რეგულარულ ჩემპიონატს მე-5 ადგილზე დაასრულებს და პლეი ოფის პირველ, მეოთხედფინალურ რაუნდში მეოთხეადგილოსან “ვალენსიას” შეხვდება.