2004 წელს დაბადებულთა საქართველოს ფესტივალზე ჯგუფური ეტაპი სრულდება

2004 წელს დაბადებულთა საქართველოს ფესტივალზე ჯგუფური ეტაპი სრულდება

დასასრულს უახლოვდება მინი-კალათბურთში საქართველოს ფესტივალის ჯგუფური ეტაპი. 2004 წელს დაბადებულთა ფესტივალი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს და ხვალ, 3 ივლისს მეოთხედფინალისტების ვინაობაც ცნობილი გახდება.
ფესტივალის ორგანიზატორია ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, მხარდამჭერი კი კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 14 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 3 ჯგუფში არიან განაწილებულნი. 1 წრის შემდეგ გუნდები ჯგუფებში ადგილებს გაინაწილებენ და საუკეთესო 2 მათგანი მეოთხედფინალში პირდაპირ გავა. დარჩენილ 2 საგზურს ჯგუფების 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს.
გთავაზობთ აქამდე გამართული თამაშების შედეგებს სატურნირო ცხრილთან ერთად.