ჩრდილო-დასავლეთის დივიზიონში პირველი წრე დასრულდა

ჩრდილო-დასავლეთის დივიზიონში პირველი წრე დასრულდა

Junior NBA-GBF ლიგიდან პირველმა სტარტი ჩრდილო-დასავლეთის დივიზიონმა აიღო, რომელსაც დედაქალაქი მასპინძლობს. თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ დივიზიონის მატჩებს უმასპინძლა და დღეს პირველი წრე დასრულდა.

დივიზიონის მონაწილე ხუთმა გუნდმა 4-4 მატჩი გამართა და მოგებ-წაგებების 3-1-თან შეფარდებით ცხრილს „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ (ჰიუნდაი) და „ოკლაჰომა თანდერი“ (აკადემია) ლიდერობენ. ამ გუნდებს შორის გამართული მატჩი „ჰიუნდაიმ“ მოიგო, თუმცა ამ უკანასკნელმა მარცხი „იუტა ჯაზთან“ (იბერი) განიცადა და ერთპიროვნული ლიდერობა ვერ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გუნდი გადის, თუმცა მესამე ადგილზე გასულ გუნდსაც რჩება შანსი: თითოეული კონფერენციის (დასავლეთი და აღმოსავლეთი) 3-3 დივიზიონიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის.

ჩრდილო-დასავლეთის დივიზიონის მეორე წრის მატჩები 7 ივნისიდან გაგრძელდება.