ფესტივალის ნახევარფინალში რუსთავი დინამოს შეხვდება, ქუთაისი – ოვერტაიმს

ფესტივალის ნახევარფინალში რუსთავი დინამოს შეხვდება, ქუთაისი – ოვერტაიმს

საქართველოს 2004 წელს დაბადებულთა ფესტივალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. დღეს, საკალათბურთო აკადემიაში გამართულ მეოთხედფინალურ მატჩებში დიდი ბრძოლები გაიმართა. ნახევარფინალში 2 რეგიონის და 2-იც თბილისის გუნდები გავიდნენ.
ყველაზე დაძაბული ბრძოლა ქუთაისისა და აკადემიას მატჩში შედგა. იმერულმა კლუბმა ბოლო წამზე, სირენის თანხლებით ჩაგდებული ბურთით მოახერხა მატჩის მოგება – 45:43. ბათუმისა და რუსთავის მატჩში საინტერესო დუელი შედგა ზღვისპირელ გიორგი ოჩხიკიძესა და ქვემოქართლელ დათო ჩხეიძეს შორის. დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა, რომლის გუნდმაც 43:35 იმარჯვა.
ნახევარფინალში გავიდნენ მართვეს მომგები დინამო და ოვერტაიმი, რომელმაც მაკაბი-რიქსოსს 13 ქულის სხვაობით – 59:43 აჯობა.
ნახევარფინალური მატჩები ხვალ, 28 ივნისს, საკალათბურთო აკადემიაში 11:30 საათზე დაიწყება.