საქართველოს 2003 წელს დაბადებულთა ფესტივალის ფინალში რუსთავი და ოვერტაიმი დაუპირისპირდებიან

საქართველოს 2003 წელს დაბადებულთა ფესტივალის ფინალში რუსთავი და ოვერტაიმი დაუპირისპირდებიან

2003 წელს დაბადებულთა საქართველოს მინისაკალათბურთო ფესტივალზე ფინალისტები გამოვლინდნენ. ამ ასაკში ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის „რუსთავი“ და „ოვერტაიმი“ იბრძოლებენ.
დღეს, საკალათბურთო აკადემიაში გამართული ნახევარფინალები დაძაბული ვერ გამოდგა. ფინალში გასულმა გუნდებმა – „რუსთავმა“ და „ოვერტაიმმა“ იოლად დაამარცხეს მეტოქეები. დავით მაჭავარიანის გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა „დინამოს“ 17 ქულის სხვაობით – 44:27 აჯობა. 16-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა მეორე ნახევარფინალში, რომელშიც გიორგი რაზმაძის გაწვრთნილმა „ოვერტაიმმა“ 58:42 სძლია „ქუთაისსს“.
ფინალური მატჩი ხვალ საკალათბურთო აკადემიაში 12:00 საათზე გაიმართება, მანამდე კი, 11:00-ზე მესამე ადგილისთვის მატჩში „დინამო“ და „ქუთასი“ დაუპირისპირდებიან.