3X3 კალათბურთში მსოფლიოს 18-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვნენ

3X3 კალათბურთში მსოფლიოს 18-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვნენ

დღეს გაირკვა 3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატზე. ფიბა-მ ჯგუფებში ადგილები რეიტინგის მიხედვით გაანაწილა. პლანეტის პირველობა უნგრეთის ქალაქ დებრეცენში, 4-7 ივნისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარადგენენ ვიტალი ცქიფურიშვილი, კოსტანტინე ბიწაძე, ტარიელ ზუზაძე (სამივე სოხუმი) და ნიკოლოზ დარბაიძე (აკადემია). ამ მოთამაშეებმა თავი თბილისში აპრილის თვეში ჩატარებულ 3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ტურნირებში გამოიჩინეს და ნაკრებში თამაშის უფლებაც დაიმსახურეს.

საქართველოს ნაკრები კენჭისყრის შედეგად უძლიერეს ჯგუფში მოხვდა. ჩვენი ნაკრების მეტოქეები იქნებიან მოქმედი ჩემპიონი არგენტინა, ამერიკის შეერთებული შტატების ტრადიციულად ძლიერი ნაკრები, მუდამ სტაბილური ესპანეთი, წინა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ინდონეზია და საკალათბურთო ქვეყანა პუერტო რიკო. ამერიკის ნაკრებში ითამაშებს ნბა-ს ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებლის, რეიმონდ ფელტონის ძმისშვილი ჯალეკ ფელტონი.
გათამაშების სისტემის თანახმად, 24 ნაკრები 4 ჯგუფშია გადნაწილებული. თითოეული ჯგუფიდან მერვედგინალში 4-4 გუნდი გადის, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფის სისტემით აგრძელებენ.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში თამაშებს ინდონეზიით იწყებს, რის შემდეგაც აშს-ს, პუერტო რიკოს, ესპანეთს და ბოლოს მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ არგენტინას შეხვდება.
 
ვიდეოები:
მსოფლიოს ჩემპიონატის ვიდეო-ანონსი
2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატენვების კონკურსი