"ჩვენ გვიყვარს კალათბურთი"
 
ძებნა
 
 
 
კალათბურთის ფედერაცია
შეჯიბრებები
ეროვნული ნაკრები (კაცები)
ნაკრებები
ფოტოგალერეა
ლინკები

  

 

 

ფიბა–ს გზავნილი: 

სახელმძღვანელო 

მწვრთნელებისთვის

 

 


ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“ იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფში ანგარიში გაათანაბრა. მე-6 მეოთხედფინალურ შეხვედრაში სიენელებმა 72:66 იმარჯვეს და საერთო ანგარიში 3:3 გახდა. ისევე როგორც კიდევ 2 წყვილში, „სიენა“-„მილანის“ დაპირისპირებაშიც გამარჯვებულს მე-7, გადამწყვეტი შეხვედრა გაარკვევს.   სანიკიძე მილანელთა ფარს უტევს   ყველა გუნდმა საშინაო შეხვედრა მოიგო და თუ ამ ლოგიკით გაგრძელდა, ახლა...
სუპერლიგისა და 16-წლამდელთა პირველობის ფინალებამდე სპორტის სასახლემ დღეს თბილისის სკოლების საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლა. ერთამნეთის პირისპირ წარსდგნენ 52-ე და 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლების გუნდები.     ტურნირი გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სპონსორობით ჩატარდა და მასში მონაწილეობა თბილისის 8 სკოლის გუნდმა მიიღო. ჩემპიონატის ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიღეს 1...
გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკი“ ფინალურ სერიაში ჩამორჩა. კიეველებმა მარიუპოლში მასპინძელ „აზოვმაშთან“ 74:86 წააგო და უკრაინის საჩემპიონო სერიაში საერთო ანგარიში 1:2 გახდა.   კიეველებმა პირველი მეოთხედი 17:26 წააგეს და ამის შემდეგ სულ მდევრის როლში იმყოფებოდნენ. წინა მატჩის მსგავსად, კიეველებმა ბოლო მეოთხედში დეფიციტის 2 ქულამდე შემცირება მოახერხეს, თუმცა მარიუპოლელებმა ამერიკელი ლინ გრირის წ...
ევროლიგის ტრიუმფატორმა „ოლიმპიაკოსმა“ საბერძნეთის რეგულარული ჩემპიონატის გამოტოვებული, ბოლო მატჩი ჩაატარა და პირველობა ოფიციალურად გაიფორმა. გიორგი შერმადინის გუნდმა სწორედ იმ გუნდს მოუგო, რომელსაც მეოთხედფინალში დაუპირისპირდება. პირეოსელებმა პატრას „აპოლონი“ 80:53 გაანადგურეს და რეგულარული სეზონი 25 მოგებითა და ერთადერთი მარცხით დაასრულეს.   შერმადინს რეგულარულის ბოლო მატჩშ არ უთამაშია. ქა...
თურქეთის რეგულარულ ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასულმა „გალათასარაიმ“ პლეი ოფში გადაინაცვლა და მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში ბურსას „თოფაში“ 92:64 გაანადგურა. სერია 2 გამარჯვებამდე გრძელდება და ნახევარფინალში გასული გუნდი „ფენერბაჰჩესა“ და „ქარშიაქას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.   მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა იოლად კი გაიმარჯვა, თუმცა პირველ ტაიმში...
ვიქტორ სანიკიძე თავის გუნდში ბომბარდირი გახდა, თუმცა მისმა „სიენამ“ იტალიის სერია „ა“-ს მეოთხედფინალური სერიის მორიგი მატჩი მაინც წააგო. ყველაფერი ისე მიდის, რომ მასპინძელისთვის გამარჯვების მოპოვება სირთულეს არ წარმოადგენს. „ემპორიო არმანიმ“ „სიენას“ მილანში იოლად - 82:67 მოუგო და სერიაში 3:2 დაწინაურდა. სათქმელია, რომ აქამდელი ყველა მატჩი მასპინძელმა გუნდმა ზედმეტი გართულების გარეშე მოიგო. თუკი ა...
გიორგი ცინცაძის შედეგიანი თამაშის მიუხედავად, კიევის „ბუდიველნიკმა“ უკრაინის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეორე მატჩი მარიუპოლის „აზოვმაშთან“  73:77 წააგო და მოედნის უპირატესობა დაკარგა.   პირველ და განსაკუთრებით, მეორე მეოთხედში მარიუპოლელებმა ისეთი საიმედო უპირატესობა მოიპოვეს, რომ საბოლოოდ გამარჯვებამდე მისვლა აღარ გაუჭირდათ. „ბუდიველნიკმა“ მეორე მეოთხედი 8:21 წააგო და დიდი შესვენებ...
ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“ იტალიის სერია „ა“-ს მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. საწყისი გასვლითი 2 წაგების შემდეგ სიენელებმა სერიის მე-3 და მე-4 შეხვედრები მოიგეს. ბოლო მატჩი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მასში სიენელებმა 22 დაამარცხეს  მილანის „ემპორიო არმანი“ , რის შემდეგაც სერიაში საერთო ანგარიში 2:2 გახდა.   სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის სათადარიგოთა სკა...
გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“ უკრაინის ჩემპიონატის ფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო. კიეველები ქვეყნის უმთავრეს ტიტულს მარიუპოლის „აზოვმაშს“ ეცილებიან, რომელიც პირველ შეხვედრაში 89:82 დაამარცხეს.   ცინცაძის გუნდმა გამარჯვება ბრძოლაში მოიპოვა. კიეველებს ერთ-ერთი ლიდერი - ამერიკელი ლეო ლაიონსი დაუშავდათ, რომელმაც მხოლოდ 5 წუთი ითამაშა. პირველი მეოთხედი „ბუდიველნიკმა“ 14:24 წააგო და რთულ სიტ...
ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“ იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა. 2 გასვლითი მარცხის შემდეგ სიენელებმა შინ 92:73 დაამარცხეს მილანის „ემპორიო არმანი“ და საერთო ანგარიში 1:2 გახდა.   ჯერჯერობით ისეა, რომ გუნდები შინ გამართულ მატჩებს იგებენ და თუ ასე გაგრძელდა, ნახევარფინალში მოედნის უპირატესობის მქონე მილანელები გავლენ. სანიკიძის გუნდის მიზანი ახლა სწორედ ამ უპირატესობ...
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე პოლონეთმა გაფართოვებული შემადგენლობა დაასახელა. ერთი პერიოდი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაკრებში თამაშზე უარს ამბობდნენ ლიდერები - მარცინ გორტატი და მაციე ლამპე, თუმცა პოლონელებმა თავი ყველა სასურველ და ღირსეულ კანდიდატს მოუყარეს.   პოლონეთის ნაკრების გერმანელმა მწვრთნელმა დირკ ბაუერმანმა ნატურალიზებულ კალათბურთელთაგან არჩევანი ტომას კ...