თვაური და რატიშვილი საბერძნეთში 3 ევროტურნირის 4 მატჩს მოემსახურებიან

თვაური და რატიშვილი საბერძნეთში 3 ევროტურნირის 4 მატჩს მოემსახურებიან

შუა კვირაში ფიბა-ს საკლუბო ტურნირები იმართება, რომლებშიც “ქუთაისი 2010”-თან ერთად ქართველი მსაჯ-კომისარიც მონაწილეობს. არბიტრი კირილე თვაური და კომისარი მერაბ რატიშვილი ფიბა-ს 3 სხვადასხვა ტურნირის მატჩებს მოემსახურებიან. თვაური საბერძნეთში – 2 მატჩზე იმუშავებს. ის ქალაქ სალონკში ფიბა ევროპის თასზე პაოკი – შოლნოკის (უნგრეთი) მატჩს, ასევე ქალთა ევროპის თასზე ირაკლისი – ტარბის (საფრანგეთი) თამაშს მოემსახურება, 

საბერძნეთში იმუშავებს მერაბ რატიშვილის. ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი 23 ოქტომბერს პირეოსში ქალთა ევროლიგის მატჩს ოლიმპიაკოსი – მერსინი (თურქეთი) მოემსახურება, მეორე დღეს კი საბერძნეთის დედაქალაქში ათენში გადავა და ქალთა ევროპის სათასო მატჩზე – პროტეას ვულა-იდკ ეუშკოტრენი (ესპანეთი) იმუშავებს.

 
კირილე თვაური (მსაჯი)
 
23 ოქტომბერი. სალონიკი (საბერძნეთი). ფიბა ევროპის თასი
პაოკ (სალონიკი, საბერძნეთი) – შოლნოკი (უნგრეთი)
 
24 ოქტომბერი. სალონიკი (საბერძნეთი). ქალთა ევროპის თასი
ირაკლისი (სალონიკი, საბერძნეთი) – ტარბი (საფრანგეთი)
 
 
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
 
23 ოქტომბერი. ქალთა ევროლიგა. პირეოსი (საბრძნეთი)
ოლიმპიაკოსი (პირეოსი, საბერძნეთი) – მერსინი (თურქეთი)
 
24 ოქტომბერი. ათენი (საბერძნეთი). ქალთა ევროპის თასი
პროტეას ვულა (ათენი, საბერძნეთი) –  იდკ ეუშკოტრენი (სან სებასტიანი, ესპანეთი)