6-8 ნოემბერს თბილისი საერთაშორისო საკალათბურთო სტუდენტური ლიგის ტურს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქში მოსკოვის, უხტის და დებრეცენის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები შეიკრიბებიან, რომლებსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი უმასპინძლებს. აღნიშნული ოთხეული საერთაშორისო საკალათბურთო სტუდენტური ლიგის ნახევარფინალის 2 საგზურისთვის იბრძოლებენ.
თბილისის ტური სტუდენტური ლიგის ბოლო შესარჩევი ეტაპია. ტურნირის ნახევარფინალში უკვე გასულები არიან ეკატერინბურგის, მახალოვკის (ორივე რუსეთი), კაუნასის (ლიტვა), რიგის (ლატვია), ტალინის (ესტონეთი) და ხარკოვის (უკრაინა) უნივერისტეტთა გუნდები.
აღნიშნულ ტურნირში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი გასულ სეზონშიც მონაწილეობდა და ფინალურ ტურნირში გასვლა მოახერხა. რა იქნება წლეულს, 6, 7 და 8 ნოემბრის მატჩებში გამოჩნდება. ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი აღნიშნული სასწავლებლის სტუდენტებისგან არიან დაკომპლექტებულნი, რომლებიც ძირითადად სუპერლიგაში ასპარეზობენ.
საერთაშორისო საკალათბურთო სტუდენტური ლიგის თბილისის ტურს ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. თამაშები შემდეგი გრაფიკით გაიმართება:
6 ნოემბერი13:00 მოსკოვი – უხტა15:15 გახსნის ცერემონიალი15:30 სტუ – დებრეცენი
7 ნოემბერი18:00 დებრეცენი – მოსკოვი20:15 სტუ – უხტა
8 ნოემბერი11:00 უხტა – დებრეცენი13:00 სტუ – მოსკოვი