სტატისტიკადღეს „ა“ ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. ორმატჩიანი
ეტაპის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს მარნეულის „დელტა“ და თბილისის „ტიტები“ დაუპირისპირდნენ.
მატჩი „დელტას“ გამარჯვებით – 85:73 დასრულდა.
ამ წყვილს შორის 2 მატჩის ჯამში გამარჯვებული „ა“ ლიგის
საგზურს მოიპოვებს, ხოლო დამარცხებულს მორიგი საკვალიფიკაციო ეტაპი ელის შავი ზღვის
უნივერსიტეტის გუნდ „ვინგსთან“. ეს გუნდი გასულ სეზონში „ა“ ლიგაში ბოლო – მე-6 ადგილზე
გავიდა და ლიგაში ადგილის შევარჩუნება საკვალიფიკაციო ეტაპში მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ „ა“ ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი 2
მატჩისგან შედგება და გამარჯვებული ის გუნდი იქნება, რომელიც ორი მატჩის ჯამში მეტ
ქულას მოიპოვებს. დღევანდელი მატჩის 85:73 მოგებით „დელტამ“ „ტიტებთან“ 12-ქულიანი
უპირატესობა მოიპოვა. მეორე შეხვედრა 15 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც „ ა“ ლიგის
ახალი წევრის ვინაობა გახდება ცნობილი. ხოლო დამარცხებული „ა“ ლიგის ბოლო საგზურის
მოსაპოვებლად შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდ „ვინგსს“ შეხვდება.