“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეთა საყურადღებოდ!

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეთა საყურადღებოდ!

კალათბურთის ეროვნულ  ფედერაციაში  იწყება „ ა“ ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის მსურველი გუნდების რეგისტრაცია.

2019-2020 წლის სეზონის „ა ლიგის“ შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობის სურვილი გუნდებმა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრამდე უნდა დაადასტურონ.

დაინტერესებულ გუნდებს  ვთხოვთ, მოგვწერონ  და გამოგვიგზავნონ კლუბის იურიდიული რეკვიზიტები და საკონტაქტო ტელეფონი მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: geo.superleague@gmail.com

საშეჯიბრო, ორგანიზაციული და სხვა კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო
დეპარტამენტში. მისამართი → უნივერსიტეტის ქუჩა 15ა