დღეს ოლიმპიურ სასახლეში “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის 2 მატჩი გაიმართა. “ზაზას აკადემიამ” “თელავი” 109:58 დაამარცხა, ხოლო “ვერემ” “ემბიჯის” 83:72 სძლია.
შეგახსენებთ, რომ “ა” ლიგაში არსებული 6 ადგილიდან 4 დაკავებულია და მისი მფლობელები არიან “სოხუმი”, “ორბი-არენა”, “კავკასია” და “თბილისი”. წინა სეზონის შედეგებით მე-5 ადგილზე გასული “წყალტუბო” “ა” ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო რაუნდში იბრძოლებს, თუმცა იმერულ კლუბს ჯერ მოცდა მოუწევს. უნდა დასრულდეს დღეს დაწყებული 4-გუნდიანი საკვალიფიკაციო ეტაპი, რომლის გამარჯვებული (პირველ ადგილზე გასული) პირდაპირ მიიღებს “ა” ლიგის საგზურს, ხოლო მეორეადგილოსანი იანვრის 6 და 9 რიცხვებში “ა” ლიგის ბოლო საგზურისთვის ორმატჩიან საკვალიფიკაციო რაუნდში დაუპირისპირდება “წყალტუბოს”.
ზაზას აკადემია – თელავი
სტატისტიკა: 109:58
ვერა – MBG
სტატისტიკა: 83:72
სატურნირო მდგომარეობა