სტატისტიკა
„ა“ ლიგის მე-8 ტური დღეს სპორტის სასახლეში „არენასა“ და „წყალტუბოს“ მატჩით დაიწყო. ფაქტობრივად ეს გახლდათ რეგულარული ჩემპიონობის მოსაგები მატჩი. პირველადგილოსანი „წყალტუბო“ მეორეზე მყოფ „არენას“ 1 ქულით უგებდა და დღესაც რომ მოეგო, ფაქტობრივად პირველ ადგილს ინაღდებდა.
წყალტუბოელებმა კარგად ითამაშეს, ოღონდ მატჩის საწყის 3 პერიოდში. მ ხნის განმავლობაში იმერული კლუბი უმეტესწილად წინ იყო, თუმცა ბოლო მეოთხედი ჩააგდო. გადამწყვეტი პერიოდის 6:25 წაგებით წყალტუბოელებმა შეხვედრა დიდი სხვაობით წააგეს და მიმდინარე ჩემპიონატში მეორე მარცხი, ისევ „არენასთან“ იწვნიეს. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა არენელებმაც მარცხი განიცადეს მანამდე, თუმცა ურთიერთშეხვედრებში მქონე უპირატესობის გამო „ა“ ლიგის ლიდერობა დაიბრუნეს.
„არენას“19 ქულით ამერიკელმა ჯერემი ბაინამმა ულიდერა, 15 ქულა დააგროვა ზურაბ მაჩალაძემ, ზვიად ანთაძემ კი ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. „წყალტუბოში“ 23 ქულით გიორგი კუჭავა გამოირჩა.
მე-8 ტურის დარჩენილი 2 მატჩი 10 მაისს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.