შედეგები გალერეა„ა“ ლიგის გათამაშების ერთ მატჩს დღეს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.
ტური კი გუშინ, ქუთაისში გამართული შეხვედრით დაიწყო, რომელშიც „არენამ“ ნომინალური
მასპინძელი „წყალტუბო“ 75:67 დაამარცხა.
დღევანდელ შეხვედრაში კი ბრძოლა არ შედგა. „არენამ“ 30 ქულით – 93:63 დაამარცხა
აუტსაიდერი სეუ. მატჩის ბედი პირველ ტაიმში გაირკვა, რომელიც არენელებმა 49:20 მოიგეს.
გამარჯვებულებმა გუნდურად ითამაშეს: „არენას“ 5 კალათურთელი 10-ქულიან
ზღვარს ასცდა. ერთბაშად 3 მოთამაშეს – როდნერიუს ლიუისს, კოტე ბიწაძეს და ტატო ჩაჩიბაიას
15-15 ქულა დაუგროვდათ. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მიითვალა და მატჩის ერთადერთი ორმაგი
დუბლი მიითვალა. სეუ-ში 26 ქულით საუკეთესო იყო კახა გიორგაძე.
„ა“ ლიგის მიმდინარე ტური ხვალ, „სეუ-ჰიუნდაისა“ და „ტიტების“ მატჩით დასრულდება.
წყალტუბო – მარნეული 67:75
არენა – სეუ 93:63