“ასტრალმა” ჯგუფური ეტაპი მოიგო და “ა” ლიგაში გადასასვლელად “თელავს” შეხვდება

“ასტრალმა” ჯგუფური ეტაპი მოიგო და “ა” ლიგაში გადასასვლელად “თელავს” შეხვდება

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპი “ასტრალმა” მოიგო. გონსალო ფერნანდესის გაწვრთნილმა ასტრალელებმა დღეს ოლიმპიურ სასახლეში ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი “გალფს” 105:65 (სტატრისტიკა) მოუგო და ჯგუფში პირველობა გაინაღდა. ჯგუფში დარჩენილია 1 შეხვედრა, რომელშიც გორის “ივერიონი” “გალფს” დაუპირისპირდება, თუმცა ამ მატჩის შედეგს “ასტრალისთვის” მნიშვნელობა აღარ აქვს. ფერნანდესის გუნდი გორელებს ურთიერთშეხვედრებში სჯობნიან და თანაბარი ქულების შემთხვევაში პირველობა განაღდებული აქვთ.

“ასტრალს” “ა” ლიგამდე 1 მეტოქის დამარცხება მართებს და ეს გახლავთ თელავის “ბურჯი”. კახური გუნდი “ა” ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. თელაველებმა გასულ სეზონში მე-5 ადგილი დაიკავეს და დებულების თანახმად, ლიგაში დასარჩენად “ა”ლიგის საკვალიფიკაციოს გამარჯვებულთან მოუწევს შერკინება. 

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური სერია 2-მატჩიანია. შეხვედრები 28 დეკემბერს თბილისში და 30-ში თელავში გაიმართება. ამ 2 მატჩში ვინც მეტ ქულას მოაგროვებს, გამარჯვებულიც ის იქნება.