სტატისტიკა„ა“ ლიგის ორმატჩიანი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. ამ ეტაპის მიზანი „ა“ ლიგის ბოლო მონაწილის გარკვევაა, რისთვისაც მარნეულის „დელტა“ და შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდი „ვინგსი“ იბრძვიან.
„დელტამ“ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი „ტიტებთან“ წააგო, თუმცა „ა“ ლიგაში მოხვედრის შანსი მაინც დარჩა – ამ ტურნირის გასული სეზონის ბოლოადგილოსან „ვინგსთან“ ორმატჩიან დაპირისპირებაში. დღეს ამ საკვალიფიკაციო ეტაპის ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც „დელტას“ გამარჯვებით – 84:74 დასრულდა.
მარნეულის გუნდში 22 ქულით, 11 მოხსნითა და 5 ჩაჭრით საუკეთესო იყო დეანდრე რეი. 19 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა ზვიად ანთაძემ, ხოლო 14 ქულა კარტერ სმიტის ანგარიშზეა. შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდში 18 ქულთ ბომბარდირი გახდა ირაკლი ბეშქენაძე, ხოლო იოსებ გოგნაძემ ორმაგი დუბლი – 15 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი 26 დეკემბერს გაიმართება. თუკი „დელტა“ 9 ქულაზე მეტით არ წააგებს, 2016-17 წლების სეზონის „ა“ ლიგას შეავსებს.