გუნდებისთვის განაცხადის ელექტრონული ფორმით შევსება დაიწყო

გუნდებისთვის განაცხადის ელექტრონული ფორმით შევსება დაიწყო

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მის მიერ ორგანიზებული ტურნირებისთვის გუნდებისგან განაცხადების მიღების ახლებურ, თანამედროვე სისტემაზე გადავიდა. ახალი სეზონიდან სუპერლიგაში, „ა“ ლიგასა და ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილეობის მსურველი გუნდებისთვის აუცილებელი აღარ იქნება განაცხადის საშეჯიბრო დეპარტამენტში მიტანა. განაცხადების შევსება მოხდება ონლაინ, ფედერაციის შესაბამისი სამსახურის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე.
განაცხადის შევსების მსურველი უნდა ეწვიოს შემდეგ ბმულს: http://superleague.ge/form/  შეიყვანოს საშეჯიბრო დეპარტამენტისგან მიღებული პაროლი და შეავსოს შემადგენლობა ინსტრუქციის შესაბამისად. ვიმედოვნებთ, აღნიშნული სიახლე დაზოგავს დროს და უფრო კომფორტულს გახდის გუნდების ურთიერთობას კალათბურთის ფედერაციასთან.