საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ნაკრების გაფართოვებული შემადგენლობა გამოაქვეყნა. ბერძენმა სპეციალისტმა გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად შეკრებაზე ახალგაზრდა მოთამაშეებსაც უხმო.
რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ ნაკრებში ის კალათბურთელები გამოიძახეს, რომლებიც ეროვნული გუნდის ღირსებას სხვადასხვა დროს იცავდნენ – ნიკოლოზ ცქიტიშვილს, გიორგი გამყრელიძეს, ანატოლი ბოისას.
ზუროსმა გაფართოვებულ შემადგენლობაში იხმო ახალგარზდები – გიგი გოგობერიშვილი, ლუკა ზაქრაძე, ბექა ბექაური და კახა ჯინჭარაძე. ეს 2 უკანასკნელი ეგრედ ზოდებული, სარეზერვო კანდიდატები იქნებიან. ბექაური და ჯინჭარაძე საქართველოს „ბ“ ნაკრებში იქნებიან და გუნდს ჩინეთში, საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ გაჰყვებიან. თუკი ეროვნულ გუნდს ძირითადი შემადგენლობიდან ვინმე გამოაკლდება – მათ ადგილს ჯინჭარაძე და ბექაური დაიკავებენ.
ეს გახლავთ სამუშაო, წინასწარი სია, რომელმაც სამწვრთნელო შტაბის შეკრების შემდეგ, შესაძლოა, მცირე ცვლილება განიცადოს.
გთავაზობთ აღნიშნულ გაფრთოვებულ სიას: