სტატისტიკა
გალერეა
„ა“ ლიგის ერთ მატჩს დღეს თბილისის სპორტის ახალმა სასახლემ
უმასპინძლა. ერთმანეთს ცხრილის თავ-ბოლოში მყოფი გუნდები შეხვდნენ. ერთ-ერთმა ფავორიტმა
„კაქტუსმა“ აუტსაიდერი, მიმდინარე სეზონის ერთადერთი მოგების გარეშე მყოფი გუნდი „ვინგსი“
დაამარცხა – 65:56.
მას შემდეგ, რაც „ვინგსს“ მთავარ მწვრთნელად ნიკოლოზ
ჩერქეზიშვილი დაუნიშნეს, ეს გუნდი უფრო მებრძოლი და შეუპოვარი გახდა, თუმცა მხოლოდ
ხასიათის გამოცვლა არაფერია, თუკი ამას შედეგიც არ მოჰყვა. „ვინგსმა“ წინა მატჩი ოვერტაიმში
წააგი თსუ-სთან, დღეს კი „კაქტუსს“ ღირსეული ბრძოლა გაუმართა და ბოლო წუთებამდე შანსს
ინარჩუნებდა.
მართალია, კაქტუსელებმა ერთ-ერთი ამერიკელი ლეგიონერი
დანიელ უილიამსი დაასვენეს, თუმცა ლიდერობის მოპოვება და მისი შენარჩუნება მაინც მოახერხეს.
აღსანიშნავია ახალგაზრდა დავით ომიძის შედეგიანობა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და
თავი 32 ქულას მოუყარა. ლომიძის სამქულიანების და ზოდაგად, შედეგიანი თამაშის ფონზე
„ვინგსი“ რომ შანსს ინარჩუნებდა, ამ გუნდის ბრძოლისუნარიანობაზე მიუთითებს. გუნდური
თამაშის წყალბით „ვინგსმა“ ბოლო მეოთხედში ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებამდე
დრო და სიზუსტე დააკლდა.
ხსენებულ ლომიძსეთან ერთად „კაქტუსში“ 13 ქულით ვატო
ბააკაშვილი გამოირჩა. „ვინგსში“ 16 ქულით საუკეთესო იყო ბექა ღუდუშაური, 14 ქულა და
8 მოხსნა გელა კოპალიანის ანგარიშზეა.