“ა” ლიგის ნახევარფინალური სერია კსუ-სა და “არენა-ორბს” შორის მე-3, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა. დეიან პროკიჩის გაწვრთნილმა არენა-ორბელებმა გუშინ ესერიის პირველ მატჩში 84:63 სძლიეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს, თუმც რეაბილიტაციის მოხდენა ერთ დღეში შეძლეს და დღეს მოპოვებული გამარჯვებით (71:62) სერიაში ანგარიში გაათანაბრეს. მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა, რომლის მოგებულიც “ა” ლიგის ფინალში გავა, 7 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში, 18:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ მატჩს კავკასიელები უფრო მეტად მობილიზებულები შეხვდნენ, რაც ბურთის სწრაფ გათამაშებაში, დაცვის სიმტკიცესა და მეტად კომბინაციურ თამაშში გამოიხატა. პირველ პერიოდში დეიან სალატიჩის გუნდმა ინიციატივა მოიპოვა, ათწუთეული 20:13 მოიგო და შეხვედრა სასურველი სცენარით დაიწყო. მეორე მეოთხედში “არენა-ორბის” ამერიკელმა ლეგიონერებმა – არმანი ფლანინგანმა და გლენ ბარნსმა შედეგიანობას უმატეს, ლევან ლოლიშვილმაც გაისწორა სამიზნე და ერთ პერიოდში არენა-ორბელებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. კსუ-ს დიდმა შესვენებამ მოუსწრო, როცა ანგარიშში მის სასარგებლოდ 38:36 გახლდათ.
კავკასიებმა შესვენება კარგად გამოიყენეს და მოედანზე დაბრუნებულები მეტი შედეგიანობით ადთამაშდნენ. მესამე მეოთხედი სალატიჩის გუნდმა 17:7 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ სოლიდური ჰანდიკაპი შეიქმნა, რომელიც გამარჯვებით დააგვირგვირგვინა. კსუ-ს 23 ქულით ანდრე უოლკერმა ულიდერა. 18 ქულა და 8 მოხსნა ვენდელ ლუისის ანგარიშზეა, ხოლო ბექა წივწივაძემ გამარჯვებულებს 11 ქულა მიაშველა. “არენა-ორბიში” 18 ქულით ბომბარდირი არმანი ფლანინგანი გახდა.
მე-3, გადამწვეტი შეხვედრა, ოლიმპიურ სასახლეში 7 აპრილს, 18:00 საათზე გაიმართება
არენა-ორბი – კავკასია
სტატისტიკა: 62:71