საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრები საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სპორტის ახალი სასახლის სააქტო დარბაზში ფედერაციის მმართველ ორგანოსთან შესახვედრად ვეტერანი კალათბურთელები და მწვრთნელები მივიდნენ.
ფედერაციის გამგეობის წევრებმა მიმდინარე პროექტებზე, ღონისძიებებზე და მათ შედეგებზე ქართულ საკალათბურთო საზოგადოებას ანგარიში ჩააბარეს. შეხვედრამ სამუშაო ვითარებაში ჩაიარა და გამგეობის წევრებმა დამსწრეთაგან დასმულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხეს. ვეტერანმა კალათბურთელებმა და ქართული კლუბების წარმომადგენლებმა ქართულ კალათბურთში მიმდინარე პროცესებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
გამგეობის წევრებმა დამსწრეთ ის კონკრეტული საკითხები გააცნეს, რაც კალათბურთის ფედერაციის მიერ უკვე განხორციელდა:
– სუპერლიგაში დაინერგა ახალი ფორმატი.- დაფუძნდა “ა” ლიგა.- ჩამოყალიბდა ეროვნული ნაკრების სარეზერვო ნაკრები (ბ ნაკრები).- შემუშავდა და დაინერგა სუპერლიგის კლუბების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა.- ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაში მონაწილეობას ვიღებთ 2 ასაკობრივ ჯგუფში.- NBA Junior – აშშ-ს მთავრობისა და სალჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი, რომელშიც ჩართულია თითქმის ყველა რეგიონი (500 მდე ბავშვი).- პირველად საქართველოს ქალ კალათბურთელთა 2 ასაკობრივი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში.- თბილისი უმასპინძლებს ქალთა შორის ახალგაზრდული, 18 წლამდელების ევროპისჩემპიონატს (C დივიზიონი).- დაინერგა და მიმდინარეობს მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა- FIBA- ს მხარდაჭერით.- მოწვეულნი არიან უცხოელი სპეციალისტები და მწვრთნელები სკეფ-ში სამუშაოდ, ბავშვთა კალათბურთისა და ასაკობრივი ნაკრებების განვითარების ხელისშეწყობისმიზნით.- FIBA- ს სტრუქტურებში, კომისიებში გაწევრიანებულია ფედერაციის 3 თანმშრომელი.- 3×3 ზე კალთბურთში საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც მოიცავს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონს, ჩვენი გუნდები მონაწილეობას იღებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიმოხვდა საუკეთესო რვა ნაკრებს შორის …
გამგეობამ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და “სასკი ბასკონიას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ დამსწრეთ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ამ კონტრაქტის თითოეული დეტალი ქართული საკალათბურთო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. დარბაზში შეკრებილმა ქართულმა საკალათბურთო საზოგადოებამ დადებითად შეაფასა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გაწეული სამუშაო.
რაც შეეხება ფედერაციისა და “სასკი ბასკონიას” შორის გაფორმებულ კონტრაქტს, ის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი და მის გასაცნობათ, გთხოვთ, გადახვიდეთ ქვემოთ წარმოდგენილ ბმულზე:
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და “სასკი ბასკონიას” შორის გაფორმებული კონტრაქტი