პირველი წრე საინტერესო ტურით დასრულდა

პირველი წრე საინტერესო ტურით დასრულდა

 შედეგები  გალერეადღეს „ა“ ლიგის პირველი წრე დასრულდა. თბილისის ოლიმპიურმა
სასახლემ მე-5 ტურის 3 მატჩს უმასპინძლა, რომელთაგან პირველი შეხვედრა, რომელშიც სეუ
და მარნეულის „დელტა ხვდებოდნენ, უთანასწორო გამოდგა.

მარნეულელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. მესამე პერიოდის
ბოლოს ანგარიშში სხვაობა 25 ქულა იყო და შეხვედრის ბედიც ფაქტობრივად აქ გადაწყდა.
საბოლოოდ „დელტამ“ 21 ქულით – 93:72 იმარჯვა და პირველი წრე მხოლოდ 1 მარცხით დაასრულა.

მარნეულელთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო ლევან ელიაძე.
16 ქულა მოაგროვა დეანდრე რეიმ, ხოლო სოსო ლეჟავამ ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 11 მოხსნა
მოაგროვა. სეუ-ში 21 ქულით ბომბარდირი გახდა ჯამალ უილსონი, 14 ქულა კი ერიკ გეინესის
ანგარიშზეა.

მეორე მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. „თსუ-ჰიუნდაიმ“
შეხვედრა მძლავრად დაიწყო და „წყალტუბო“ 15:1 ჩამოიტოვა, პერიოდი კი 25:13 მოიგო. მეორე
მეოთხედში იმერულმა კლუბმა ვითარება გამოასწორა და 24:18 გამარჯვებით დიდი შესვენებისთვის
ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა.

წყალტუბოელებმა მესამე პერიოდში თამაში გაათანაბრეს,
თუმცა დაწინაურებას ვერ ახერხებდნენ. ბოლო პერიოდში კი ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა.
დასკვნით წუთბში მეტი მობილიზებით ითამაშეს წყალტუბოელებმა, რასაც თბილისელთა არაზუსტი
სროლებიც დაერთო და სტუმრებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – 80:78.

გამარჯვებულებს ტრავანტე უილიამსმა ულიდერა 23 ქულით.
17 ქულა დიმიტრი დვალიშვილის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო დენის სვირიდოვმა ორმაგი დუბლი
– 12 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. „თსუ-ჰიუნდაიში“ 21 ქულით საუკეთესო იყო კრის ანდერსონი.
14 ქულა და 8 პასი სანდრო სანაძემ დააგროვა.

ბოლო შეხვედრაშიც საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლა გაჩაღდა.
„არენა“ და „ტიტები“ 3 მოგებითა და 1 მარცხით ცხრილში „მარნეულთან“ ერთად ლიდერობდნენ.
აქედან გამომდინარე, ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპული იყო. მატჩის ბედი ბოლო
წუთზე, „არენას“ სასარგებლოდ გადაწყდა, რომელმაც 3 ქულით – 70:67 იმარჯვა და მარნეულელებთან
ერთად 1 წრის შემდეგ „ა“ ლიგას ლიდერობს.

22 ქულით და 15 მოხსნით „არენას“ პიტერ ალექსისმა ულიდერა,
20 ქულა კი კოტე ბიწაძის ანგარიშზეა. „ტიტებში“ 20 ქულით საუკეთესო იყო არმანი ფლანინგანი.
13 ქულა და 11 პასი ლაშა გამყრელიძემ მიითვალა. 
სეუ – მარნეული  72:93 

თსუ-ჰიუნდაი – წყალტუბო  78:80 

ტიტები – არენა-76  67:70