გალერეა ქუჩის კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩემპიონატი – Red Bull King of the Rock საქართველოში წელს უკვე მეოთხედ გაიმართება.
26 ივლისს ვაკის პარკმა Red Bull King of The Rock 2015 საქართველოს შესარჩევ, თბილისის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლა. ვაკის პარკში გამართული თბილისური საკვალიფიკაციო ტურის მიზანი ფინალური ეტაპისთვის კონკურენტუნარიანი მოთამაშეების შერჩევა იყო.
თბილისამდე შესარჩევი ტური გაიმართა ქუთაისში, საიდანაც ფინალური ეტაპის საგზური 8 მონაწილემ მიიღო. თბილისის კვოტა გაცილებით მეტი იყო. 350 დარეგისტრირებული მონაწილიდან ფინალური ეტაპის საგზური 46-მა მოიპოვა.
Red Bull King of The Rock 2015 საქართველოს ფინალური ეტაპი 2 აგვისტოს მეტეხის ხიდზე გაიმართება, სადაც მონაწილეობას 64 მონაწილე მიიღებს. ქუთაისისა და თბილისის შესარჩევი ტურებიდან ფინალში გასულ 54 მოთამაშეს დაემატება ის 10 მოთამაშე, რომლებსაც ტურნირის ორგანიზატორები ეგრეთ წიოდებულ „ველურ ბარათს“ მისცემენ.
ბოლო 2 წლის გამარჯვებული ვახტანგ ქადარია ტურნირში მონაწილეობას „ველური ბარათით“ მიიღებს. თუკი აქამდე Red Bull King of The Rock-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოდან მხოლოდ 1 წარმომადგენელი (გამარჯვებული) მიდიოდა, ამჯერად მსოფლიო ფინალზე 2 საუკეთესო წავა. წლეულს მსოფლიო ფინალი თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართება, სადაც 2 აგვისტოს, მეტეხის ხიდზე გასამართი ტურნირის ფინალისტები წავლენ და ‘’კლდის მეფის’’ ტიტულისთვის მსოფლიოს 25 ქვეყნის გამარჯებულებთან იბრძოლებენ.
ფოტო: Shalika Studio