საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე გავიდა!. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ნაკრებმა მონტენეგროს ნაკრები სტუმრად, ქალაქ ბარის „ტოპოლიცეს“ დარბაზში 90:84 დაამარცხა და თბილისში განცდილი მარცხი 4 ქულით გადაფარა.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ეს სტატუსი მონტენეგროთან პირად შეხვედრების გათვალისწინებით მოიპოვა. 7 სექტემბერს მონტენეგროელებმა თბილისში საქართველოს ნაკრები 76:74 დაამარცხეს და ისეთი ილუზია შეიქმნა, რომ ჩვენი ნაკრების ევრობასკეტზე გასვლის ალბათობა შემცირდა.
თბილისში საქართველოს დამარცხების შემდეგ მონტენეგროელები ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ საკუთარ დარბაზში მათ პრობლემები შეექმნებოდათ. ზუროსის გუნდი ბარში თორნიკე შენგელიას გარეშე ჩავიდა და მეფარეთა ნაკლებობა მონტენეგროსთან მატჩის მსვლელობისას დაეტყო. ბოლო პერიოდში მოედნიდან გავარდნენ მეფარეები – გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე, თუმცა მთავარი მწვრთნელის უკანა ხაზზე გაკეთებულმა აქცენტმა გაამართლა.
გადამწყვეტ მომენტში, როცა საქართველოს ნაკრები 5 ქულით ჩამორჩებოდა და მატჩის დასრუებამდე 2 წუთი რჩებოდა, ჯერ მაიკლ დიქსონმა, შემდეგ კი ვიტორ სანიკიძემ სამქულიანები ჩააგდეს და საფინალო სირენამდე 58 წმით ადრე ქართველები 1 ქულით დაწინაურდნენ. ეს იყო მასპინძელთა წელში გამტეხი ბურთები, რის შემდეგაც ილიას ზუროსის გუნდი გამარჯვებამდე იოლად მივიდა და 90:84 გაიმარჯვა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თბილისში მონტენეგროელებთან 2-ქულიანი მარცხის შემდეგ საქართველომ პირადი ანგარიში გაიუმჯობესა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ყველამ, ვინც მოედანზე გავიდა. საუკეთესო შედეგი კი ზაზა ფაჩულიამ, მაიკლ დიქსონმა, ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი ცინცაძემ აჩვენეს. გუნდის კაპიტანმა 21 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი ისე მიითვალა, რომ ბურთი არ დაუკარგავს. ხოლო მაიკლ დიქსონმა 0-დან 7 სამქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. ნატურალიზებულმა ამერიკელმა საბოლოოდ 31 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ვიქტორ სანიკიძის ანგარიშზე 14 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა, ხოლო გიორგი ცინცაძემ 14 ქულა და 7 პასი მიითვალა.
საბოლოოდ საქართველომ 90:84 გაიმარჯვა და F ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ ბელგია, რუსეთი, სლოვენია, პოლონეთი, უნგრეთი, ისლანდია, მონტენეგრო, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა გავიდნენ.
ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა იანვარში გაიმართება, რის შემდეგაც გაირკვევა, თუ სად მოხვდებიან გუნდები. შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2017 4 ქვეყანაში – ისრაელში, თურქეთში, ფინეთსა და რუმინეთში, ხოლო მისი ფინალური ეტაპი თურქეთში გაიმართება.
ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო. ბარი, მონტენეგრო. 17 სექტემბერიმონტენეგრო 84:90 საქართველო18:26, 23:19, 21:19, 22:26სრული სტატისტიკა: 84:90