საქართველოს თასის მეოთხედფინალში გასასვლელი მატჩი 23 თებერვალს გაიმართება

საქართველოს თასის მეოთხედფინალში გასასვლელი მატჩი 23 თებერვალს გაიმართება

საქართველოს თასის გათამაშების ბოლო მეოთხედფინალში გასასვლელი მატჩი 23 თებერვალს გაიმართება. „ა“ ლიგის გუნდების საკვალიფიკაციო მატჩის მომგები „ვითა“ სუპერლიგაში მონაწილე „აკადემიას“ 23 თებერვალს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, 19:45 საათზე შეხვდება და ამ მატჩის გამარჯვებული საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში გავა, სადაც თბილისის “დინამოს” შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში უკვე გასულები არიან „ბათუმი“, „რუსთავი“ და „სოხუმი“.