შედეგები
გალერეასაქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „ა“ ლიგის გათამაშებაში,
რომელიც რანგით სუპერლიგის ქვედა საფეხურზე მდებარეობს, დღეს 2 მატჩი გაიმართა. ერთი
შეხვედრა დაძაბული და აინტერესო გამოდგა, მეორეში კი ერთმა გუნდმა მეორეს იოლად მოუგო.
„კაქტუსმა“ „ვინგსი“ ზედმეტი გართულებების გარეშე –
80:62 დაამარცხა. დანიელ უილიამსის 2 ქულით და ბექა ჩიკვილაძის 20 ქულით კაქტუსელებმა
იოლად დაძლიეს მეტოქის წინააღმდეგობა და 18 ქულის სხვაობით იმარჯვეს.
მეორე მატჩში ერთმანეთს სეუ და თსუ შეხვდნენ. სტუდენტური
დერბი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველი პერიოდის 10 ქულით მოგების შემდეგ
ეროვნული უნივერსიტეტის გუნდმა მეორე პერიოდი 9 ქულით წააგო და მესამე ათწუთეულიდან
თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო, ვინ მოიგებდა. დასკვნით
წუთებში სეუ-ს კალათბურთელებმა მეტი მობილიზება გამოიჩინეს და გუნდური თამაშის წყალობით
74:65 იმარჯვეს.
სეუ-ს 22 ქულითა და 10 მოხსნით ფუსეინ კამარამ ულიდერა.
14 ქულა მოაგროვა ზუკა ბადრიძემ, ხოლო კახა გიორგაძის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.
თსუ-ში 18 ქულით და 7 მოხსნით საუკეთესო იყო მიხეილ ბერუაშვილი.
კაკტუსი – ვინგზი 80:62
სეუ – თსუ 74:65
„ა“ ლიგის მორიგი მატჩი 12 თებერვალს წყალტუბოში გაიმართება.
ადგილობრივი ქალაქის გუნდი „ვითას“ უმასპინძლებს.