ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში დასრულდა ცნობილი მწვრთნელის, არაერთი თაობის აღმზრდელი კალათბურთის სპეციალისტის, თამაზ ოქრუაშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირი. თამაზ ოქრუაშვილის მემორიალური ტურნირის მთავარი ორგანიზატორი გახლდათ მთაწმინდის გამგეობა, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კალათურთის ეროვნული ფედერაცია.
ტურნირში თავი თბილისის საუკეთესო 8 გუნდმა მოიყარა. გუნდები გასულ ნოემბერს გამართული დედაქალაქის პირველობის შედეგებით შეირჩა. მთავარი ბრძოლები ნახევარფინალიდან გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „აკადემია“ – „მაკაბი“ და „არმია“ „ზაზა“ შეხვდნენ. ფინალური მატჩის საგზურები „აკადემიამ“ და „არმიამ“ მოიპოვეს, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში „მაკაბიმ“ „ზაზას“ 55:43 მოუგო.
ფინალური შეხვედრა საინტერესო გამოდგა, თუმც ამეორე ნახევარში აკადემიელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვებამდეც მივიდნენ – 76:55. ფინალის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. სამივე საპრიზო ადგილზე გასული გუმდი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდა.
ტურნირზე დაწესებული იყო 3 ინდივიდუალური პრიზი: საუკეთესო მოთამაშე, გამთამაშებელი და მაყურებელთა სიმპათია. უკანახაზელის პრიზი აკადემიელმა საბა უჩავამ დაიმსახურა, რომელიც კალათურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად კოტრიკაძემ დააჯილდოვა. მაყურებელთა სიმპატიას – არმიელ ნუგზარ ბოჭორიშვილს და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს – ლუკა დოლიძეს სპეციალური პრიზები თამაზ ოქრუაშვილის მეგობრებმა გადასცეს.
გამარჯვებული „აკადემიის“ გუნდი საჩემპიონო თასით თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის გამგებელმა გელა არჩვაძემ დააჯილდოვა. თამაზ ოქრუაშვილის მე-3 მემორიალური ტურნირი მომავალი წლის დეკემბერში გაიმართება.