შედეგებიგალერეასაქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „ა“ ლიგის მორიგ
ტურში საინტერესო მატჩები გაიმართა. დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში ლიგის 2 მატჩი
გაიმართა. პირველ შეხვედრაში თსუ „ვინგსს“ შეხვდა, ხოლო მეორე მატჩში ერთმანეთს სეუ
და „ვითა“ დაუპირისპირდნენ. ორივე მატჩი ერთნაირი სცენარით წარიმართა – დასაწყისი საინტერესო
და დაძაბული იყო, ხოლო მეორე ნახევარში მომავალმა გამარჯვებულმა გუნდებმა ხელჩასაჭიდი
უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.
პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის
(თსუ) გუნდი და „ვინგსი“ შეხვდნენ. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა პირველი პერიოდი
24:19 მოიგო, ხოლო მეორე მეოთხედში უპირატესობა ხელჩასაჭიდი გახადა. დიდი შესვენებისთვის
თსუ- 41:29 დაწინაურდა და დარჩენილ დროში მოპოვებული უპირატესობა წარმატებით შეინარჩუნა.
თსუ-მ საბოლოოდ 71:56 მოიგო, რაშიც ლომის წილი თსუ-ს
ფორვარდ დავით დეკანოიძეს მიუძღვის. დეკანოიძემ 34 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, ვასილ ბერუაშვილის ანგარიშზე კი 19 ქულა დაგროვდა. „ვინგსში“ 11 ქულით გამოირჩა დავით გუგავა.
მეორე მატჩში „ვითამ“ სეუ დაამარცხა. შეხვედრა ისე დაიწყო,
რთული იყო იმის განსაზღვრა, ვინ იმარჯვებდა. ლაშა ეძგვერაძის გაწვრთნილმა გუნდმ პირველი
მეოთხედი „ვითას“ 16:15 მოუგო. არჩილ პულუზაშვილის შედეგიანობით, რომელსაც თან ერთვოდა
ზუკა ბადრიძის ჩინებული გარჯა, სეუ-ელებმა VTB-ლიგაზე
მოთამაშე ვითელებს ტოლი არ დაუდეს. მეორე მეოთხედის ბოლომდე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა,
თუმცა ძალამ თავისი გაიტანა. მეორე მეოთხედი ვითელებმა 30:18 მოიგეს, სოლიდურ უპირატესობას
დაეპატრონნენ და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ – 83:61.
„ვითაში“ 17 ქულით ბომბარდირი ირაკლი ჩლაიძე გახდა.
6 ქულა დააგროვა ჯუნიორ ჯონსმა, ხოლო ლევან შენგელიას ანგარიშზე 13 ქულა და ამდენივე
მოხსნა დაგროვდა. სეუ-ში 21 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო არჩილ პულუზაშვილი.
„ა“ ლიგის მორიგი ტურის მატჩი 5 თებერვალს გაიმართება,
სადაც ადგილობრივი გუნდი „კაკტუსს“ უმასპინძლებს.