“ა” ლიგის მეორე ტური თბილისში 2 მატჩით დასრულდა. ოლიმპიურმა სასახლემ ჯერ “ტიტები” – “თბილისის” დაპირიპირებას უმასპინძლა, შემდეგ კი “თსუ-ჰიუნდაი” – “არენას”.
ორივე მატჩში გამარჯვებული იოლად გაირკვა. “თბილისის” დიდი მონდომების მიუხედავად, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრებით დაკომპლექტებულმა”ტიტებმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა. თბილისელები ნიადაგ მდევრის როლში იყვნენ და მაქსიმუმი, რაც მოახერხეს, მეტოქესთან 9 ქულით მიახლოვება იყო. საბოლოოდ კი 11 ქულით – 82:93 წააგეს.
“ტიტებს” 20 ქულით და 8 მოხსნით ანტუან სპეისმა ულიდერა. 19 ქულა და 10 მოხსნა კაჰიმ რენსომის ანგარიშზეა, ხოლო ჯონ ბრიტონმა გამარჯვებულებს 15 ქულა მიაშველა. “თბილისში” 21 ქულით ბომბარდირი ირაკლი ბეშქენაძე გახდა. 20 ქულა და 10 ქულა მოაგროვა ვასილ ბერუაშვილმა, ხოლო სანდრო მეგენერიშვილმა 12 ქულა და 13 პასი მოინაგრა.
მეორე მატჩში 13-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. “თსუ-ჰიუნდაიმ” დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. “არენამ” ერთხელ, მეამე პერიოდში 2 ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ეს იყო მაქსიმუმი. საბოლოოდ “თსუ-ჰიუნდაიმ” 81:68 იმარჯვა, რაშიც 20 ქულით სოლიდური წილი სტანოიე კნეჟევიჩმა დაიდო. 16 ქულა დენიელ უილიამსმა მოაგროვა, ხოლო ობრი მაკალპინი სამმაგ დუბლს მიუახლოვდა – 12 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი.
შემდეგი ტურის მატჩები 28 იანვარს გაიმართება.
თბილისი – ტიტები 82:93
თსუ-ჰიუნდაი – არენა 81:68