სტატისტიკა „ა“ ლიგის მესამე ტური 2 დაუმარცხებელი გუნდის დაპირისპირებით
დაიწყო. ტურნირის საწყის 2 ტურში წაუგებელი მხოლოდ „ვითა“ და „კაქტუსი“ იყვნენ და სწორედ
ამ გუნდებმა ითამაშეს დღეს, სპორტის ახალ სასახლეში.
„კაქტუსს“ ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს თავმოყრილი,
თუმცა „ვითას“ წინააღმდეგ მაინც ვერას გახდა. ირაკლი ჩლაიძის ჩაგდებულმა 9 სამქულიანმა
მატჩის ბედი გადაწყვიტა. ვითელთა უკანახაზელმა მატჩის საწყისი 3 სამქულიანი ჩააგდო,
თავისი გუნდი 9:0 დააწინაურა და ამის შემდეგ ვითელებს არაფერი გასჭირვებიათ და საბოლოოდ
83:67 იმარჯვეს.
ჩლაიძემ საბოლოოდ 29 ქულა მოაგროვა და ვითელთა გამარჯვებაში
მნიშვნელოვანი წვლილი დაიდო. ბრწყინვალედ ითამაშა ლევან შენგელიამ, რომელმაც 13 ქულა
და 11 მოხსნა მიითვალა, ხოლო შენგელიას მსგავსად ორმაგი დუბლი მიითვალა ჯუნიორ ჯონსმა
– 15 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი.
მე-3 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 3 თებერვალს გაიმართება.