სტატისტიკაგასულ სამშაბათს დაწყებული „ა“ ლიგის მე-6 ტური დღეს
წყალტუბოში დასრულდა. „წყალტუბომ“ „სეუ-ჰიუნდაის“ უმასპინძლა და მეტოქე 24 ქულის სხვაობით
– 96:72 დაამარცხა.
იმერულმა კლუბმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და საწყისი
მეოთხედი 26:16 მოიგო. დიდ შესვენებამდე წყალტუბოელებმა უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდეს.
შესვენების შემდეგ ვითარება არ შეცვლილა, მასპინძლებმა შესანიშნავი მესამე პერიოდი
ჩაატარეს და მეტოქე 30 ქულით ჩამოიტოვეს.
შედეგიანობით გამოირჩა გიორგი კუჭავა, რომელმაც 27 ქულა,
6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. უკრაინელმა ლეგიონერმა, სერჰიი ალფიოროვმა „ა“ ლიგის
რეკორდი დაამყარა შედეგიან გადაცემებში. სლავმა გამთამაშებელმა 16 პასი მიითვალა, რასაც
16 ქულა და 4 მოხნაც მოაყოლა.
წყალტუბოელთა მეორე უკრაინელმა ლეგიონერმა, ალექსანდრ
რიხლიუკმა პირად ანგარიშზე 21 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი ჩაიწერა. რაც შეეებათ სტუმრებს,
ირაკლი ალხანაიძემ 20 ქულა მიითვალა, ხოლო ამერიკელმა კაილ ფულერმა თავი 14 ქულას და
6 პასს მოუყარა.
მორიგი, მე-7 ტურის მატჩები 2 მაისს გაიმართება.